Saturday, June 21, 2014

დასასრული

დავასრულეთ ცხრადღიანი ტრენინგი. რომელიც ძალიან კარგი იყო. შევისწავლეთ პროექტზე მუშაობა. ჩვენ დიდი მონდომებით შევუდექით მუშაობას და ბოლოს მიზანს მივაღწიეთ. ეს აუცილებლად გამოგვადგება სამომავლოდ.  დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს. ჩვენს ტრენერს დიმიტრი პოპოვს. იმ დიდი მონდომებისა და ყურადღებისთვის, რაც ჩვენს მიმართ გამოიჩინა. ვუსურვებ მრავალი წარმატებული ტრენინგი ჩაეტარებინოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


Friday, June 20, 2014

დღე მერვე

დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი. შევისწავლეთ შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. მადლობა დიმას ასეთი კარგი ტრენინგისთვის.

Thursday, June 19, 2014

დღე მეშვიდე

ეს დღეც, როგორც ყოველთვის განსხვავებული და ახალი ცოდნის შეძენის იყო. 

Sunday, June 15, 2014

მე-6 დღე

ყოველი მომდევნო დღე ახალი დასაინტერესო ინფორმაციის შემცველია. ამავდროულად არ ვიღლებით და მონდომებით ვსწავლობთ ახალ მასალას. დღეს კი ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი - ბავშვების მიერ შესადგენი  პრეზენტაციის ნიმუში განვიხილეთ. 

Saturday, June 14, 2014

დღე მეხუთე

დღევანდელი დღეს  შევისწავლეთ სასწავლო პროცედურები მართვა. ასევე გავეცანით  საავტორო უფლებებსა და ტექნოლოგიების ჩართულობას სასწავლო პროცესში.

Monday, June 9, 2014

დღე მე-4

დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შედგენა, რის შედეგადაც გაგვიადვილდება ბავშვების პროექტისთვის მომზადება.  მისი დახმარებით შევძლებთ მათი ცოდნის მობილიზებას. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი. დღევანდელი ტრენინგის დასასრულს ჩეკლისტზე დაყრდნობით წარმოვადგინეთ არჩეული პროექტის პრეზენტაცია. 

Saturday, June 7, 2014

დღე მესამე

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო. ვისწავლეთ პროექტში შესაბამის სტანდარტებზე გასვლა სასწავლო თემასთან დაკავშირება. აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.

Sunday, June 1, 2014

ჩემი მოსაზრება მეორე დღის შესახებ.

კარგია რომ გვიტარდება ასეთი სახის ტრენინგები, იმიტომ, რომ მომავალში გამოგვადგება პროექტებში ჩართვისთვის. მეორე დღეა და უკვე შევისწავლეთ ჩეკლისტების შექმნა, პროექტის საქაღალდის შექმნა, შევქმენით საკუთარი ბლოგი და ბუკლეტები.ვისწავლეთ მასალის საქაღალდეში შენახვა.